|
მენეჯმენტი
გიორგი გერსამია - გენერალური დირექტორი
მაღალკვალიფიციური პერსონალი 10 წელზე მეტი ხანგრძლივობის ბიზნესის საკონსულტაციო მომსახურების გამოცდილებით ეკონომიკის სხვადასხვა დარგში. შედეგზე ორიენტირებული და ეფექტიანი ლიდერი ფინანსური და ეკონომიკური სირთულეების მქონე საწარმოების აღორძინების დადასტურებული უნარით. პრობლემების პროაქტიური იდენტიფიცირების და გადაჭრის უნარის მქონე მრავალმხრივ ცოდნაზე დაყრდნობით, კერძოდ: ზოგადი და სტრატეგიული მენეჯმენტი, ფინანსური და სამმართველო აღრიცხვა, ფინანსები, ინვესტიციები, მიკრო და მაკრო ეკონომიკა, საბანკო საქმე, მარკეტინგი და რეკლამა, კომერციული საქმიანობის, მომსახურების და წარმოების ოპერაციები, ბიზნესის კანონმდებლობა.
კომპლექსურად რთული ინფორმაციის ნათელი და ლაკონური მანერით წარმოდგენის უნარი, კლიენტი საწარმოების უმაღლესი ხელმძღვანელებისათვის რჩევების მიცემა, სწავლება და დარწმუნება. მოლაპარაკების წარმოების ჩინებული უნარი, დამაჯერებლური, მტკიცე და გაბედული. კომპლექსური ინფორმაციის სინთეზისა და ანალიზის უნარი, მიზანმიმართული, შემომქმედებითად და სწრაფად მოაზროვნე.
მოწინავე კომპიუტერული და ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) მცოდნე, კერძოდ: სხვადასხვა ოპერაციული სისტემების, კომპიუტერული პროგრამების და კომპიუტერული ტექნიკის ადმინისტრირება. ტექნოლოგიური პროგრესის და ბიზნესში გამოყენებული ახალი ტექნოლოგიების ფეხდაფეხ მიმყოლი.
მაღალი აკადემიური განათლების მტკიცებულებანი: ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი (მაგისტრის შემდგომი და წინა სადოქტორო ხარისხი), აუდიტორის სერტიფიკატი.
|