Adada  Abada    ვებ დიზაინი
ვებ საითების დაპროექტება, დიზაინი, შექმნა, განთავსება და მომსახურება ოპტიმალური მიდგომით და მარკეტინგული სტრატეგიის გათვალისწინებთ
 
 

English     Georgian
მთავარი გვერდი > პროდუქტები > ვებ დიზაინი

კომპანია
  მთავარი გვერდი
  ჩვენს შესახებ
  ჩვენი მისია
  პერსონალი
      ჩვენი პერსონალი
      კორპორაციული კულტურა
      მენეჯმენტი
      ვაკანსია
      პერსონალის განვითარება
  ჩვენი კლიენტები
  დაგვიკავშირდით

 

პროდუქტები
  ყველა პროდუქტი
  ბიზნეს გეგმა
  სამმართველო კონსულტაციები
  აუდიტი
  ბუღალტერია
  საგადასახადო კონსულტაციები
  ფინანსური კონსულტაციები
  ბიზნესის შეფასება
  აუთსორსინგი
  აი-თი კონსულტაციები
  ვებ დიზაინი
  უძრავი ქონების მომსახურება

ვებ დიზაინი

 

ვებ საითების დაპროექტება, დიზაინი, შექმნა, განთავსება და მომსახურება კომპლექსურ ცოდნას და გამოცდილებას მოითხოვს. იგი არა მხოლოდ შემოქმედებით, არამედ პროფესიონალურ შრომასაც საჭიროებს.

ხშირად ამ სამუშაოს მარტო დიზაინერები ან პროგრამისტები ასრულებენ, რაც არაეფექტიანია და ზოგჯერ უარყოფით შედეგებსაც იწვევს, რადგან ხშირად ისინი მხოლოდ გაფორმებას და სხვადასხვა ინსტრუმენტებით აღჭურვას აქცევენ ყურადღებას, ამიტომ მათი პროდუქტი მხოლოდ გართობად ან საჩვენებლად თუ გამოდგება!

ჩვენ ვუდგებით ამ საქმეს პროფესიონალურად და გვესმის, რომ ვებ საითის პირველადი ანუ განმსაზღვრელი დანიშნულებაა:

  • ორგანიზაციის სწორედ წარმოჩენა საზოგადოების წინაშე;
  • ორგანიზაციის საქმიანობისა და პროდუქტების სწორი რეკლამირება;
  • ორგანიზაციის მარკეტინგული სტრატეგიის ზუსტი დაცვა;
  • ორგანიზაციის კლიენტების მოზიდვა და მათთან ურთიერთობის შენარჩუნება;
  • ორგანიზაციის მაქსიმალურად ბევრი კლიენტისთვის ვებ საითის ხელმისაწვდომობა.

და მხოლოდ ამ მიზნების შემდგომ მოდის ვებ საითების შესაბამისი გაფორმება და პროგრამული უზრუნველყოფა.

ასეთია თანამედროვე პროფესიონალური მიდგომა მსოფლიოში და ის ორგანიზაციები უფრო მეტ წარმატებას აღწევენ, რომლებიც ათვითცნობიერებენ, რომ ვებ საითების სწორი მართვა ისეთივე აუცილებელია, როგორც ორგანიზაციის მარკეტინგისა და გაყიდვების დეპარტამენტის.

ამგვარად, ჩვენ გთავაზობთ პროფესიონალურ მომსახურებას შემდეგ ცალკეულ საკითხებში:

  • ვებ საითების კონცეფციისა და ოპტიმალური სტრუქტურის განსაზღვრა;
  • ვებ საითების ოპტიმალური დიზაინი;
  • ვებ საითის რეგისტრირებისათვის ოპტიმალური დომენის შერჩევა;
  • ვებ საითების განთავსებისათვის ოპტიმალური ჰოსტინგის შერჩევა;
  • ვებ საითების სხვადასხვა საძიებო სისტემებში გააზრებული რეგისტრაცია;
  • ვებ საითების ოპტიმალური მიმდინარე მომსახურება, მაგ: განახლება, გაფართოება, ცვლილებების შეტანა და ა.შ.

ასევე ჩვენ გთავაზობთ უკვე არსებული ვებ საითების:

  • აუდიტს ანუ შეფასებას თუ რამდენად აკმაყოფილებს იგი მათზე წაყენებულ მოთხოვნებს და რეკომენდაციების გაცემას;
  • და საჭიროების შემთხვევაში ჩვენ გადავაკეთებთ, განვაახლებთ და გავაუმჯობესებთ მათ.
   
Send mail to with questions or comments about this web site.
Tel /Fax: +(995 99) 50 83 75 from Monday to Saturday from 10:00 to 18:00 (UTC/GMT+03:00 Time Zone)
Copyright © 2005-2010 Abada LLC, Tbilisi, Georgia